კობა ხარშილაძე დაკავებულია

კობა ხარშილაძე დაკავებულია

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააკავეს. სასამართლო დაბრაზიდან ის გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააპელაციო სასამართლო პროკურატურის საჩივარს განიხლავდა, რომლის მიხედვით პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურამ ხარშილაძის დაპატიმრება იმ დოკუმენტების მიხედვით მოითხოვა, რომელის მიხედვით ხარშილაძემ ერთ-ერთი ტურისტული სააგანეტოს საშუალებით დაჯავშნა ბილეთი სტამბულის მიმართულებით.

ამავე სასამრთლოზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მსგავსი დოკუმენტი, რომლის მიხედვით გენერალური პროკურორის სახელზე გერმანიის მიმართულიებით დაჯავშნულია ბილეთი კიევის გავლით, მიუნხენის მიმართულებით, თუმცა ამ საკითხზე პროკურატურას კომენტარი არ გაუკეთებია.

ხარშილაძის დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ჯავშანი არის ყალბი, ვინაიდან ბრალდებულს ბილეთის დაჯავშნის გარეშე შეეძლო პირადობის მოწმობით გადაეკვათა საზღვარი. ადვოკატების განცხადებით, ხარშილაძე რეალურად დაკავებულია ზურაბ ჟვანიას საქმეზე.

„ახლა უფრო გამიღრმავდა ეჭვი, რომ ხარშილაძე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას საქმეზე, ეს არის და ეს. სხვა რომ ვერაფერს მიაღწიეს, ახლა დაიწყეს მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნა და გააფრთებული იბრძვიან იმისათვის, რომ კობა ხარშილაძე ჩასვან ციხეში.

მეტსაც გეტყვით, სასამართლოს თურმე დაუყადაღებია ორივე ბრალდებულის უძრავ-მოძრავი ქონება, არა გირაოს სახით, არამედ - ზიანის ანაზღაურების მიზნით. ანუ, რა გამოდის? - სასამართლოს რომ დაეტოვებინა მის მიმართ შეფარდებული გირაო ძალაში, ამას აზრი არ ჰქონდა“, - ამბობს ხარშილაძის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე.

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე დაკავებამდე აცხდებდა, რომ მისი დაპატიმრება იგეგმება, როგორც ხარშილაძემ განაცხადა, სააპელაციო სასამართლოში განიხლება პროკურატურის საჩივარი იმის შესახებ, რომ მას შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა.

„ადვოკატი გაეცნო ახალ გარემოებებს, რომ თითქოს მე ვაპირებდი თურქეთში გაქცევას და ეს მტკიცდებოდა იმით, რომ მე დამიჯავშნია თურმე ბილეთები თურქეთის მიმართულებით, რაც არის სრული სიცრუე, მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი. ეს ყველაფერი უკავშირდება გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეს. ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ ჩემს დაკავებას საეჭვოდ დაემთხვა ბოლო დღეებში ვანო მერაბიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლა. მეც დავიღალე და ერთხელ და სამუდამოდ გამოქვეყნდეს მასალა ვარ თუ არა მკვლელი“, - აღნიშნა დაკავებამდე კობა ხარშილაძემ. 

გამოძიება ხარშილაძეს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას ედავება და ასევე შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციას, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კობა ხარშილაძის დაკავების ფაქტს უკვე გამოეხმაურა უმცირესობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს დაანოსნებული საქმეზე ამ გზით მოიპოვოს ჩვენება.

„ეს არის უსუსური მცდელობა იმისა, რომ ასეთი მაიმუნობით ადამიანი ჩასვან ციხეში და მერე მისგან ძალადობით მოიპოვონ ერთ-ერთ მათ მიერ დაანონსებულ საქმეზე ჩვენება“, - აცხადებს გივი თარგამაძე.

განსხვავებულია უმრავლესობის განცხადება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ახალი მთავარი პროკურორი რომელმაც სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა პროკურატურის მუშაობა, ძალიან სერიოზული საქმეების გახსნით და მნიშვნელოვანი მოწმეების თუ ბრალდებული პირების გამოაშკარავებით არის დაკავებული.

„გაძლიერდა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან პერსონალური თავდასხმები, მე მაქვს კითხვა უგულავასთან, რასი დასჭირდა მას მარტის თვეში 30 ათას ლარზე მეტი დაეხარჯა სატელეფონო საუბრებში?“, - კითხულობს ეკა ბესელია.

კობა ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს გარდაცვლილი პრემიერის ძამა გოგლა ჟვანია, მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხს პროკურატურა გასცემს.