დაღლილობისას ყავას ნუ მიეძალებით

დაღლილობისას ყავას ნუ მიეძალებით

ბევრი ჩვენგანი ნებით ისჯის თავს, როცა ძილს ღამის კლუბებზე, ბარებზე, რესტორნებზე, ინტერნეტსა თუ ღამის სატელევიზიო გადაცემებზე ცვლის. ცხოვრების ასეთი წესი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებასა და ათას დაავადებას იწვევს.

ბევრი ადამიანი დილით ფინჯან ყავას მიირთმევს და ამბობს, რომ კოფეინი გადაღლილობისა და გამოფიტვის საწინააღმდეგო საშუალებაა. ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან კოფეინი ალკალოიდია, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ენერგიის მოზღვავების იმიტაციას იწვევს. ის დაკარგულს კი არ აღადგენს, არამედ დარჩენილ მარაგს კრებს და ორგანიზმს უფრო მეტად ფიტავს.

ამიტომ, ქრონიკული დაღლილობისა და უძილობის დროს ყავის სმას ნუ მიეძალებით, ეს უარესია. ის კი არ აფხიზლებს ადამიანს, არამედ ძილს უფრთხობს. ამ დროს იწყება თავის ტკივილი და, შესაძლოა, ხანგრძლივი უძილობაც კი დაგჩემდეთ. გირჩევთ, ნუ დალევთ დღეში ორ ფინჯანზე მეტ ყავას.

თუ დაღლილობას თავს ვერ ართმევთ, სხვა სასმელი მიირთვით, მაგალითად, ლიმონიანი ჩაი, თაფლიანი წყალი ან მინერალური წყალი. მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიშები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ასე შემდეგ.