ათი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დიეტისთვის

ათი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დიეტისთვის

თუ წონა აკრიფეთ და სასწრაფოდ გახდომა გადაწყვიტეთ სულაც არაა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ღონისძიების ჩატარება. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რომელი პროდუქტები შეიტანოთ თქვენს რაციონში და, კიდევ, რომელი საკვებით ჩაანაცვლოთ თქვენთვის სასურველი კერძი ან სასუსნავი.

გთავაზობთ 10 ყველაზე ეფექტური და სასარგებლო პროდუქტის ჩამონათვალს:

1. რძის პროდუქტები – უცხიმო ხაჭო, მაწონი, კეფირი, ყველი.

2. ვაშლის ძმარი (აქრობს მადას) – 1 ჩაის კოვზი მოასხით უმი ბოსტნეულის სალათას.

3. ნალექიანი ყავა და მწვანე ჩაი (ხელს უწყობს ცხიმების წვას).

4. წითელი წიწაკა – მისი სიმწარე წვავს დღეში 305 კილოკალორიას (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ).

5. სანელებლები – ხელს უწყობს საჭმლის სწრაფ მონელებას.

6. „ჰერკულესი“ – ხელს უშლის ცხიმების „ჩალაგებასა“ და ორგანიზმში სითხის შეკავებას.

7. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) – ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. თუ ყოველი კვების შემდეგ ნახევარ გრეიპფრუტს მიირთმევთ, ის სასწრაფოდ „დაწვავს“ მიღებული კალორიების ნახევარს.

8. იმბირის ფესვი – აწესრიგებს კუჭის სეკრეციას, სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს შეგიწყობთ გახდომაში.

9. სალათის ფოთლები – აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

10. პაპაია – შეიცავს ცხიმების „დამწველ“ ბუნებრივ ნივთიერებებს. მიირთვით უშუალოდ ჭამამდე, ჭამის პროცესში ან მაშინვე, ჭამის შემდეგ – მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ სასურველ შედეგს.