საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერს უფლებამოსილება შეუჩერეს მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს საბუჯეტო თანხების გაფლანგვაში იმ საქმის ფარგლებში, რომელსაც ის და მისი ოპოზიციონერი კოლეგები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგ გაჩაღებულ დევნას უწოდებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გიგი უგულავას წინააღმდეგ შაბათს გვიან ღამით გამოიტანა, რამდენიმე საათით ადრე ამ პროცესამდე მოსამართლემ მას 50 000 ლარის ($29,000) გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. უგულავა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია.
ათობით ყოფილი ჩინოვნიკი, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრი ისეთი ბრალდებებით დააპტიმრეს, როგორიცაა თანამდებობის ბოროტად გამოყენება და კორუფცია მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი მთავრობა მუშაობას შეუდგა სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
უფლებამოსილების შეჩერებამდე უგულავა ერთადერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი იყო ყოფილი მმართველი პარტიიდან, რომელიც ხელისუფლებაში რჩებოდა. მერებს, რომლებიც დიდ ბიუჯეტებს და ადგილობრივ ხელისუფლებებს აკონტროლებენ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქში.
დასავლეთის მთავრობები წუხილს გამოთქვამენ, რომ მთავრობა შერჩევით სამართალს იყენებს და პოლიტიკურად დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც დასავლეთს და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრია.
ხელისუფლება უარყოფს იმას, რომ ყოფილ ჩინოვნიკებს პოლიტიკურად დევნიან და პირობას დებს, რომ სასამართლო სამართლიანი იქნება.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სამართლებრივ დევნას ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური ხასიათი აქვს“, დაწერა უგულავამ თავის Facebook-ის გვერდზე მას შემდეგ, რაც მას სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეფონით შეატყობინეს. უგულავა თბილისის მერად 2010 წელს აირჩიეს.
მან თქვა, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ და მისი ოფისიდან გამოძევების მცდელობა არის ოპოზიციაზე მთავრობის ზეწოლის ნაწილი, განსაკუთრებით მომავალი წლის მუნიციპალური არჩევნების წინ, რომელშიც ის მონაწილეობას აპირებდა.
მისი ოპოზიციონერი კოლეგები ასევე აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ნაწილი იყო.
„გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობას მთავრობა აკონტროლებს... ეს ოპოზიციაზე მთავრობის ტოტალური შეტევის ნაწილია“, ამბობს ოპოზიციონერი პარლამენტარი გიორგი ვაშაძე.
უგულავას ბრალი ედება იმაში, რომ ის იმ სქემის უკან იდგა, რომლის საშუალებითაც მუნიციპალური ფონდებიდან 48 მილიონი ლარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ხარჯების დასაფარად მიმართეს 2011-2012 წლებში.
უგულავას წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი სხვა საქმეზე, მაგრამ მსგავს ბრალდებებზე, რომელიც მას თებერვალში წარუდგინეს.
foreignpress.ge