დიდ ბრიტანეთში სიმსუქნეს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს

დიდ ბრიტანეთში სიმსუქნეს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს

ბრიტანულ რესტორნებში, კაფეებსა და ლუდის ბარებში ვალდებული არიან, მენიუში, ფასთან ერთად, მიუთითონ თითოეული კერძისა და სასმელის კალორიულობა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოების მიზნით.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის ოფიციალური განცხადებით კალორიულობის მითითების აუცილებლობა კულინარებს აიძულებს, მოამზადონ უფრო „ჯანმრთელი კერძები“. ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, შეამცირონ ულუფა. ეს ეხება, ალკოჰოლურ სასმელებსაც. ცოტას თუ აქვს წარმოდგენა, მაგალითად, რომ მშრალი ღვინით სავსე ჭიქაში 140 კალორიაა, ხოლო 0,5 ლიტრ ლუდში – 180 კალორია.

ბრიტანეთის კაბინეტის განკარგულების შესრულებაზე კონტროლი ევალება სტანდარტული კვების სააგენტოს. თუკი დაცული არ იქნება აღნიშნული მითითებები, მაშინ დამრღვევებს კანონის დამორჩილებას აიძულებენ.

კვლევის თანახმად, ისეთი დაწესებულებების სტუმრები, სადაც მითითებულია კერძების კალორიულობა, საშუალოდ, 100 კალორიით ნაკლებ საკვებს იღებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც იმ საზოგადოებრივ „წერტილებში“ სადილობენ, სადაც მენიუზე მხოლოდ ფასებია მიწერილი.