იაპონიის პრეფექტურა იაგამატას მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც ადგილობრივებს მოუწოდებს დღეში სულ მცირე ერთხელ მაინც გაიცინონ. ამის შესახებ გაზეთი Asahi Shimbun წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატებმა ეს ინიციატივა ადგილობრივი უნივერსიტეტის კვლევის შემდეგ წამოაყენეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იცინიან ნაადრევი სიკვდილისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი ნაკლებია.
ამასთან, მთავრობამ ყოველი თვის 8 რიცხვი სიცილის მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის განმტკიცების დღედ გამოაცხადეს და ადგილობრივ ბიზნესებს „სიცილით სავსე სამუშაო გარემოს“ შექმნისკენ მოუწოდეს.
ამასთან, აღნიშნულია, რომ დადგენილება ადამიანებს სიცილს არ ავალდებულებს. „დოკუმენტში ხაზგასმულია ადამიანის პირადი გადაწყვეტილების პატივისცემა“, - განმარტავენ დეპუტატები.