ელენ დეჯენერესი კარიერას ასრულებს — ნეტფლიქსის შოუ მისი უკანასკნელი პროექტია

ელენ დეჯენერესი კარიერას ასრულებს — ნეტფლიქსის შოუ მისი უკანასკნელი პროექტია

ამერიკელი კომიკოსი, ელენის შოუს წამყვანი ელენ დეჯენერესი კომედიურ კარიერას ასრულებს.

"მალე უკანასკნელად დამინახავთ. ჩემზე გადაღებული ნეტფლიქსის სპეციალური შოუს შემდეგ კარიერას დავასრულებ," — თქვა ელენმა სან ფრანცისკოში გამართულ სთენდაფ შოუზე.

SFGate-ის ცნობით, შოუს მსვლელობისას ფანებმა ელენს კითხეს, მალე იხილავდნენ თუ არა ფილმში ან სცენაზე, ან კვლავ გაახმოვანებდა თუ არა დორის პერსონაჟს მულტფილმში "ნემო", რაზეც ელენმა განაცხადა, რომ მის ნახვას არცერთ ამპლუაში არ უნდა ველოდოთ.

ელენი 1990-იან წლებში დაქამინგაუთდა ლესბოსელად, რამაც ამერიკაში ლგბტქ+ საზოგადოების მიმღებლობაზე დიდი გავლენა იქონია. მისი შოუ 20 წელზე დიდხანს გრძელდებოდა, რომლის მსვლელობისას ელენს ჰოლივუდის უამრავი ვარსკვლავი, ინტერნეტპერსონა და საერთაშორისოდ ცნობილი ადამიანი ესტუმრა. შოუ 2021 წელს დაიხურა, მას შემდეგ, რაც ელენი თანამშრომლებმა ტოქსიკური სამუშაო გარემოს შექმნასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულეს.