უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ნატოს სამიტის შემდეგ, ორბანი 11 ივლისს ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რანჩოს ესტუმრება. Bloomberg-ში ვარაუდობენ, რომ ამ შეხვედრას შესაძლოა გაამძაფროს დასავლური ქვეყნების შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შუამავლის როლს ასრულებს, რადგან ტრამპმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომის შეწყვეტას შეძლებს.
მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე გახდა, ორბანი ვიზიტებით იმყოფებოდა უკრაინაში, რუსეთსა და ჩინეთში. ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან მისი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინაში ომი და კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობა გახდა. თუმცა, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან შორსაა.