საფრანგეთში, ქალაქ რუანის ტაძარში ხანძარია. ამის შესახებ BFM TV იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, იწვის ტაძრის შპილი. ამ ეტაპზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა ტაძარში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ხარაჩოები ჩანს.
ტაძარში მყოფი ადამიანები ევაკუირებულები არიან.
რუანის ტაძარი გოტიკური კათოლიკური ტაძარია. ის საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი მშენებლობა 1145-1506 წლებში მიმდინარეობდა. 1876-1880 წლებში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო (151 მეტრი), შემდეგი კი ეს ტიტული კიოლნის ტაძარს დაუთმო.