ალექსანდრე ჭიკაიძემ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულა

ალექსანდრე ჭიკაიძემ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულა

მინისტრმა 4 წლის გიორგი სანკაშვილს და 7 წლის ლუკა ბოკერაშვილს საახალწლო სურვილები აუსრულა. ბავშვებმა, საახალწლოდ დაწერილ წერილში, თოვლის ბაბუას პატრულის ფორმა და მანქანები სთხოვეს. მინისტრმა გიორგის და ლუკას სპეციალურად მათთვის შეკერილი პატრულ-ინსპქტორის ფორმა და მანქანები გადასცა.

ალექსანდრე ჭიკაიძე იაშვილის კლინიკაში 17 წლის გიორგი კიკნაძესაც შეხვდა, რომელსაც ვრცელ საახალწლო წერილში ეწერა სურვილი, პირადად შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს.
მინისტრმა ბავშვებს გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები სისხლის ჩაბარების აქციაში მონაწილეობის მიღებას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ.

ბოლო 10 თვის განმავლობაში პატრულ-ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველ კვირას სხვადასხვა რეგიონში ლეიკემიით დავადებული ბავშვებისთვის აბარებენ სისხლს. აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" პერმანენტულად კრიმინალური და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას.