Netflix-მა „აკადემია ამბრელას“ ფინალური სეზონის თრეილერი გამოუშვა

Netflix-მა „აკადემია ამბრელას“ ფინალური სეზონის თრეილერი გამოუშვა

Netflix-მა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის „აკადემია ამბრელას“ ბოლო სეზონის თრეილერი გამოუშვა. ირკვევა, რომ შოუს დასასრულს ჰარგრივზების ოჯახი, ისევე როგორც პირველ 3 სეზონში, კვლავ ეცდება მსოფლიოს აპოკალიფსისგან გადარჩენას. თრეილერის მუსიკალური გაფორმებისთვის სტრიმინგ-სერვისმა ამ გმირების შემქმნელის, ჯერარდ ვეის ჯგუფის My Chemical Romance სიმღერა The END („დასასრული“) შეარჩია.

შოუს ბოლო სეზონი Netflix-ზე 8 აგვისტოს გამოვა. საკუთარ როლებს დაუბრუნდებიან: ელიოტ ფეიჯი, ტომ ჰოპრი, დევიდ კასტანედა, ემილი რეიევერ-ლამპმანი, რობერტ შიჰანი, ეიდან გალაჰერ, ჯასტინ მინი, რიტუ არა და კოლმ ფიორე. შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი და შოურანერი კვლავ სტივ ბლეკმენი იქნება.

„აკადემია ამბრელა“ ცნობილი როკ-ჯგუფის My Chemical Romance-ის ვოკალისტის, ჯერარდ ვეის კომიქსების მიხედვით არის გადაღებული და სუპერძალების მქონე ჰარგრივზების ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.