კიევში დღეს გლოვის დღეა. უკრაინის დედაქალაქზე გუშინ განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს პატივს მიაგებენ. ყველა შენობაზე დროშები დაეშვა. აკრძალულია გასართობი აქტივობები.
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კი, 37-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავდა 170 ადამიანი. სარაკეტო იერიშის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, კიევის ბავშვთა საავადმყოფო იყო, სადაც სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე ტარდება.