ინდონეზიაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 18–ს კი ამ დრომდე ეძებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უსლავესის კუნძულზე მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის ზონაში ოქროს არალეგალური საბადო და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მოექცა.
მეწყერმა დააზიანა რეგიონთან დამაკავშირებელი ხიდიც. რის გამოც სამძებრო სამაშველო სამუშაოები გართულებულია.