ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ კიდევ ოთხი დემოკრატი კონგრესმენი მოუწოდებს.
Politico-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა პალატის წევრებთან 2-საათიანი სატელეფონო კონფერენცია გამართა, ოთხმა დემოკრატმა კონგრესმენმა ბაიდენის განზე გადგომა მოითხოვა, კიდევ ოთხმა დემოკრატმა კი არჩევნებში პრეზიდენტის გამარჯვების შანსზე შეშფოთება გამოთქვა.
დემოკრატიული პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას არ ეთიშება და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამარჯვებას გეგმავს.