ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მთლიანად გაერთიანდებიან თუ ნაწილ-ნაწილ გამოვლენ არჩევნებზე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს მაინც „ნაცმოძრაობაა“

ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნებისთვის ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას ეხმაურება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველას ეს ძალა „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.

„რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პერიოდში რამდენიმე ნაწილად დაიშალა. იქ „ნაციონალური მოძრაობა“, იქ მელია, გვარამია, იქ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, იქ „ლელო“ - თავიდან ყველანი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ისინი რა კონფიგურაციით შეერთდებიან, მთლიანად გაერთიანდებიან თუ ნაწილ-ნაწილ გამოვლენ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს მაინც „ნაციონალური მოძრაობაა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.