ადამიანი დეგრადირებს

ადამიანი დეგრადირებს

ადამიანთა ფიზიკური შესაძლებლობები განიცდის განუხრელად რეგრესს – გამოარკვიეს ჩინელმა სწავლულებმა.

თუ ძველად ადამიანს შეეძლო, ფეხით დღეში 50 კილომეტრი გაევლო, ცხენზე მჯდომს კი – 500 კილომეტრი, ეხლა ეს მხოლოდ ზოგიერთ სპორტსმენს შეუძლია.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანთა ბუნებრივი ფიზიკური შესაძლებლობები რეგრესს განიცდის, ამიტომ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ადამიანებმა თავისი ისტორიის განმავლობაში დაკარგეს ბევრი პირველსაწყისი შესაძლებლობა.

მაგალითად, მომავალში ახლომხედველობა ჩაითვლება ნორმად, ვინაიდან ყველა ახლომხედველი იქნება. არავის არ ეცოდინება, რომ ადამიანის თვალებს შორს დანახვაც შეუძლია. ამასთან დაკავშირებით, ჩინელი სწავლულები არ გამორიცხავენ, რომ წარსულში რეალური იყო „ზებუნებრივი” უნარები, რომლებიც აღწერილია ჩინეთის მატიანეებში. მაგალითად, იქ მოთხრობილია, თუ როგორ ხდებოდა 500 კილომეტრის გადალახვა მხედრის მიერ, რათა იმპერატორისთვის ქლიავი მიერთმია.

ბილ ჯოიმ, რომელმაც ოცი წლის წინათ დაამუშავა ოპერაციული სისტემა UNIX კომპიუტერისთვის, ბერკლიში ჯერ კიდევ 2000 წელს დაწერა სტატია სათაურით, „რატომ არ დავჭირდებით ჩვენ მომავალს”.

სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ ოცდამეერთე საუკუნის ჩვენი ყველაზე მძლავრი ტექნოლოგიები: რობოტოტექნიკა, გენური ინჟინერია და ნანოტექნოლოგიები ადამიანებს გადააქცევენ ისეთ სახეობად, რომელსაც ამოწყვეტა დაემუქრება.

ადამიანები თავიანთ ბედს მთლიანად მიანდობენ ინფორმატიკასა და ტექნოლოგიებს და ჩაეშვებიან კომპიუტერის ვირტუალურ სამყაროში.

მომავალში ადამიანთა ჯიში იმდენად დეგრადირდება, რომ მისი ტვინი დარჩება ერთადერთ ორგანოდ, რომელსაც შეეძლება ფუნქციონირება, ხოლო დანარჩენი ორგანოები ატროფირდებიან და უსარგებლონი გახდებიან, ანუ, დარჩება მხოლოდ ადამიანის ტვინი, რომელსაც კომპიუტერი მართავს, – წინასწარმეტყველებენ ჩინელი სწავლულები.