დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. თემთა პალატის 650 წევრს გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა 5 წლის ვადით ირჩევს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება.
ბოლო 14 წელია დიდ ბრიტანეთში მმართველ პარტიას კონსერვატორები წარმოადგენდნენ, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ახლა მათ ლეიბორისტები დიდი უპირატესობით უსწრებენ.