თინა ბოკუჩავა: მოვუწოდებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ჩაერთოს იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

თინა ბოკუჩავა: მოვუწოდებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ჩაერთოს იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

მოვუწოდებ კომიტეტის წევრებს და, ზოგადად, ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას.

„კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითიც ძლიერდებიან ავტორიტარები და ცდილობენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას. თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება შეიცვალოს ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით და მოვუწოდებ ამ კომიტეტის წევრებს და, ზოგადად, ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.