ლალი აფციაურს პოლიტპატიმრის დედა პროკურატურაში უჩივის

ლალი აფციაურს პოლიტპატიმრის დედა პროკურატურაში უჩივის

პოლიტპატიმარ, შალვა გოგინაშვილის დედა, ადვოკატს პროკურატურაში უჩივის. როგორც ლილი გოგიჩაიშვილი აცხადებს, მისი შვილის ყოფილმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა თავისი მოვალეობა არ შესარულა, არ შეაგროვა მტკიცებულება რომელიც მისი შვილის უდანაშაულობას ამტკიცებდა. მეტიც, გოგიჩაიშვილი ადვოკატს პროკურატურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

„ჩემი შვილი 2009 წელს საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. საპროტესტო აქცების დროს მოხდა ჩხუბი და ბრალი დასდეს, რომ თითქოსდა ვიღაცა დაჭრა. აქციების აქტიური მონაწილე იყო, ეს ვერ აიტანეს და ამიტომ დააკევს შეთითხნილი ბრლადებით. ჩემი შვილი, რომ უკანონო პატიმარი იყო, ეს აღიარა თომას ჰამერბერგმა, მათ შორის დასკვნა დადო საიამ.

ჩემი შვილის ადვოკატი იყო ლალი აფციაური, მას როგორც ადვოკატს 5 თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. მეგონა, რომ როგორც ადვოკატი აგოვებდა მასალებს, რომელიც ჩემი შვილის უდანაშაულობას დაამტკიცებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი მტკიცებულებაც არ მოუპოვებია იმისა, რომელიც დაამტკიცებდა ჩემი შვილის უდანაშაულობას. სასამართლო სხდომებზე ლალი აფციაური შეკითხვასაც კი არ უსვამდა ამ საქმეში არსებულ ცრუ მოწმეებს“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ისინი, რომ ცრუ მოწმეები იყვნენ, ამასა ადასტურებს ექსერტიზის დასკვნა.

„სადაც ჭრილობის მიმართულება ქვემოდან ზემოთ წერია, ამ დროს ცრუ მოწმე ირწმუნებოდა დავინახე როგორ დაარტყა ზემოდან ქვემოთო. მთელი საქმე შეთითხნილია. როდესაც შევატყვე საით მიჰყავდა ლალი აფციაურს საქმე, იძულებული ვიყავი მივსულვიყავი მასთან ოფისში და კატეგორიულად მომეთხოვა მისთვის მასალები. თავისი პირითი აღიარა, მე რა მასალები უნდა მომეპოვებინა, შენი შვილი უდანაშაულოა და მასალების გარეშეც დავამტკიცებო.

ყველაფერი მივეცი რასაც მთხოვდა. ერთხელ 300 ლარი მომთხოვა, მეორედ, ჯერ 500 აშშ დოლარი და შემდეგ, დამატებით  300 დოლარი მომთხოვა. ამის შემდეგ, 12 გრამიანი სამაჯური „უფალო შემიწყალე“ შეკვეთით გავუკეთე საჩუქრად. როცა მივხვდი, რომ არაფერს აკეთებდა, მოვთხოვე დაებრუნებინა სამაჯური და ფული, რომელიც მივეცი. სამაჯური მაშინვე დამიბრუნა, რაც შეეხება თანხას, მითხრა, რომ ერთი კვირა მადროვე და დაგიბრუნებო. ამის შემდეგ გავიდა 4 წელი და ფული ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია.

ფული გადავუხადე იმისთვის, რომ მას მასალები შეეგროვებინა, რომელიც ჩემი შვილის უდანაშაულობას ადასტურებდა. რაც უკვე ახალმა ადვოკატმა გააკეთა, შეაგროვა მასალები და დაამტკიცა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. აფციაური კი თანამშრომლობდა მეორე მხარესთან და პროკურატურის დაკვეთას ასრულებდა. საქმიდან გამომდინარე ასე გამოდის. სად გინახიათ, რომ ექსპერტმა დასკვნა ქსეროქსის ასლებით დადოს. თვითონვე აღიარა ექსპერტმა სასამართლოზე და ეს ოქმებშიცაა შეტანილი, რომ მე არ ვარ კომპეტენტური პიროვნება, ეს მასალა მომიტანა გამომძიებელმა, მითხრა დაწერეო და მეც დავწერეო. აი ამას ვედავებოდი აფციაურს, რატომ არ შეაგროვა მასალები და რატომ არ გააკეთა თავისი საქმე. ახლა კი მის წინააღმდეგ შეტანილი მაქვს განცხადება პროკურატურაში“.

ლილი გოგინაშვილის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, საქმის ყოფილი ადვოკატი, ლალი აფციაური.

„მოითხოვეს ჩემი აცილება, ავცილდი საქმეს და დამთავრდა ამით ყველაფერი. მე და გელა ნიკოლეიშვილი ვიყავით ამ საქმეში, რაც შეიძლება ვამხობდით თავზე, რა უნდა უნდა გამომეძიებინა გამარკვიეთ ერთი. მე მივეცი პოლიტპატიმრის სტატუსი, მე ვიყავი იმ კომისიის წევრი. რა უნდა გამომეძიებინა, მე ვიყავი ჩვეულებრივი ადვოკატი მაგათ საქმეზე, მიჩივლოს პროკურატურაში, პრობლემას ვერ ვხედავ.

ამოიღეთ სხდომის ოქმები და ნახეთ რა კითხვებს ვსვამ. მაგის გამო, მაგ ხალხს მართლა ვუჩივლებ, ხომ არსებობს საქმის მასალებში სხდომის ოქმები და შეამოწმეთ. ამ ქალს მე ამ შანტაჟისთვის მართლა ვუჩივლებ. ეს ბავშვი იყო აბსოლუტურად უდანაშაულო, ამ ბავშვს, რომ ვინმესთვის დაერტყა, ასეთი რამ არ მომხდარა“, - აცხადებს ლალი აფციაური და აქვე დასძენს:

„მე ვიყავი ჩვეულებრივი ადვოკატი, ორდერი გამოვწერე. კითხეთ აბა გართმევდა-თქო თანხას? ქალმა ფული მოიტანა და დატოვა ოფისში, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ არა იყოსო. რომც ამეღო თანხა, ეს ჩემი მომსახურების საფასურია“, - აღნიშნა ლალი აფციაურმა.

ამასთან ადვოკატი თვლის, რომ ამის უკან სასჯელაღსრულების სამინისტრო და მისი პრეს-სამსახურის ხელიმძღვანელი დგას.

„ეს არის პროვოკაცია. იმის შემდეგ, რაც მე სოზარ სუბარის წინააღმდეგ გავაკეთე განცხადება და მისი დანაშაულებრივი ქმედება ვამხილე, ის, რომ ადვოკატებს ექცევიან ღირსების შემლახველად, ის, რომ მართლმადიდებელ ქვეყანაში ჯვრის მოხსნას აიძულებენ. სოზარ სუბარს ეტყობა გაახსენდა „თავისუფლების ინსტიტუტში“ მუშაობის პერიოდი, როგორი მეთოდებით მუშაობდა. ეს არის სუბარის და ირაკლი კორძაიას დაგეგმილი პროვოკაცია. მე თუ თანხა გადამიხადეს, ეს იყო ჩემი მომსახურეობის ანაზღაურება.

რაც შეეხება გოგინაშვილის დედის განცხადებას, რომ პროკურატურასთან ვიყავი შეკრული, ახლა ვისთან არიან შეკრული და ვისი დაკვეთით აკეთებენ ამ განცხადებას 3 წლის შემდეგ, ზუსტად იმ დროს, როდესაც სუბარს დავეტაკე, ეს კიდევ ცალკე თემაა. დიახ, მან გადამიხადა და ვალდებული იყო, რომ გადაეხადა, მე ადვოკატი ვარ. რაც შეეხება ნაჩუქარ ოქროს სამსაჯურს „უფალო შემიწყალე“ ამაზე უარს არ ვეტყოდი. ეს იყო საეკლესიო ნივთი, რომელიც საჩუქრად მოიტანა და როგორც კი მოითხოვა უკან დავუბრუნე. ძალიან ცოტა გადამიხადა და ახლა სასამართლოს წესით ავინაზღაურებ იმას, რაც უნდა გადაეხადა“, - აცხადებს ლალი აფციაური.