გიორგი ქოჩორაშვილი: ველოდი, რომ რაღაც ძალიან დიდი მოხდებოდა, მაგრამ იმხელა ემოციები იყო დღეს, თუნდაც აეროპორტში. ყველას დიდი მადლობა

გიორგი ქოჩორაშვილი: ველოდი, რომ რაღაც ძალიან დიდი მოხდებოდა, მაგრამ იმხელა ემოციები იყო დღეს, თუნდაც აეროპორტში. ყველას დიდი მადლობა

ველოდი, რომ რაღაც ძალიან დიდი მოხდებოდა, მაგრამ იმხელა ემოციები იყო დღეს, თუნდაც აეროპორტში, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა განუცხადა.

„ველოდი, რომ რაღაც ძალიან დიდი მოხდებოდა, მაგრამ იმხელა ემოციები იყო დღეს, თუნდაც აეროპორტში. ვინც მოვიდა, ძალიან დიდი მადლობა. დღესაც ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან მოვიდა და გაგვამხნევა, ძალიან დიდი მადლობა მათ“, - აღნიშნა ქოჩორაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.