გიორგი ლოჩოშვილი: ძალიან დიდი ემოციები განვიცადეთ ყველამ. ალბათ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეა. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ

გიორგი ლოჩოშვილი: ძალიან დიდი ემოციები განვიცადეთ ყველამ. ალბათ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეა. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ

ძალიან დიდი ემოციები განვიცადეთ ყველამ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ლოჩოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ალბათ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეა. ალბათ სრულიად საქართველოსთვისაც ერთ-ერთი გამორჩეული დღეა. ძალიან დიდი ემოციები განვიცადეთ ყველამ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ“, - აღნიშნა ლოჩოშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.