გიორგი გველესიანი: საოცრება ხდება, ასეთი ამბავი ალბათ არცერთ ღონისძიებაზე, არასდროს მომხდარა

გიორგი გველესიანი: საოცრება ხდება, ასეთი ამბავი ალბათ არცერთ ღონისძიებაზე, არასდროს მომხდარა

საოცრება ხდება, ასეთი ამბავი ალბათ არცერთ ღონისძიებაზე, არასდროს მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ვარ შოკირებული, აღფრთოვანებული. ძალიან დიდი მადლობა ყველს, ვინც გგულშემატკივრობთ და ჩვენს გვერდში ხართ“, - აღნიშნა გველესიანმა.

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გაიმართა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.