ლაშა დვალი: იგრძნობოდა რწმენა, სჯეროდა ჩვენი გულშემატკივრებს და გვინდა, რომ გააგრძელონ ასე. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ქართველი ხალხი

ლაშა დვალი: იგრძნობოდა რწმენა, სჯეროდა ჩვენი გულშემატკივრებს და გვინდა, რომ გააგრძელონ ასე. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ქართველი ხალხი

ამბიციები გვაქვს, შეგვიძლია და რატომაც არა, - ასე უპასუხა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ელოდოს თუ არა ქართველი გულშემატკივარი ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

„იგრძნობოდა რწმენა, სჯეროდა ჩვენი გულშემატკივრებს და გვინდა, რომ გააგრძელონ ასე. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ჩვენი ქართველი ხალხი. ამბიციები გვაქვს, შეგვიძლია და რატომაც არა“, - აღნიშნა დვალმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დღეს დილას დაბრუნდნენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება გაიმართება.