ანზორ მექვაბიშვილი: ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებულებიც ბოლო მარცხით, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ

ანზორ მექვაბიშვილი: ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებულებიც ბოლო მარცხით, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ

ასეთი შედეგი ისტორიას არ ახსოვს, ისტორია დავწერეთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ანზორ მექვაბიშვილმა განაცხადა.

„ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებულებიც ბოლო მარცხით, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ. აქ რომ ჩამოვედით, ცოტა დაღლილები ვიყავით, მაგრამ როგორც შეგხვდა ხალხი, აეროპორტთან და მთლიანად ქალაქში, ასეთი ბედნიერი ხალხი მე დიდი ხანია არ მინახავს“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დღეს დილას დაბრუნდნენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება გაიმართება.