ხბოს ხორცი პრასით და წითელი ღვინით

ხბოს ხორცი პრასით და წითელი ღვინით

დაჭერით ხბოს ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად  და დაყარეთ ტაფაზე. როცა მოითუშება, ჩაუშვით კარაქი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მოურიეთ. ხახვის ჩაყრიდან, დაახლოებით 5 წუთში დააყარეთ მოზრდილ ნაჭრებად დაჭრილი სოკო და ისევ მოურიეთ.

ამასობაში, დაჭერით პრასის მწვანე ნაწილი 0.5 სმ სისქის ნაჭრებად, (თუ ზომაზე მწარე არ არის, მაშინ თეთრი ღეროც დაამატეთ), დაასხით ღვინო და ამოურიეთ. კერძი თუშეთ დაბალ ცეცხლზე, თუ ცოტა სითხეა - დაამატეთ ცოტაოდენი ღვინო კიდევ, ან გადადუღებული წყალი. სულ ბოლოს კი, შეკმაზეთ მარილით და წიწაკ-პიპლიპით.

კერძს ძალიან უხდება მოხარშული ან შემწვარი კარტოფილი, რუკოლას ფოთლები, ან ნებისმიერი მწვანე სალათა.

ინგრედიენტები:

ხბოს ხორცი – 600 გრ;

ხახვი – 2 თავი;

პრასი – 1 ძირი (საშუალო ზომის);

ხის სოკო, ნედლი – 200 გრ;

მადეირა ან ნახევრად მშრალი წითელი ღვინო – 100 მლ.ლ;

კარაქი – სადილის კოვზი (40 გრ);

მარილი, წითელი წიწაკა, შავი პილპილი – გემოვნებით.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.

perfectcook.org