გურამ მაჭარაშვილი: კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი სახე გამოაჩინეს, ისედაც პოლიტიკაში იყვნენ და ახლა უკვე იურიდიულადაც იქნება ეს დადასტურებული

გურამ მაჭარაშვილი: კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი სახე გამოაჩინეს, ისედაც პოლიტიკაში იყვნენ და ახლა უკვე იურიდიულადაც იქნება ეს დადასტურებული

კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი სახე გამოაჩინეს. ისინი ისედაც პოლიტიკაში იყვნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციებს არ ასრულებდნენ, რაც ახლა უკვე იურიდიულადაც იქნება დადასტურებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანის“ დაფუძნებას გამოეხმაურა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, მათ დონორი ორგანიზაციები აფინანსებთ.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ვამბობდით, რომ დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ პირდაპირი წესით პარტიებს. NDI-მ ქალი დეპუტატები დააფინანსა, ფინეთის საელჩომ – „ტაბულა“, იგივე „ევროპული საქართველო“. არასამთავროებმა თქვეს, აზრი არ აქვს დამალვას და იურიდიულადაც ჩამოვყალიბდეთო. საზოგადოება მიხვდა, რომ მსაჯულები ვერ იქნებიან ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.