„სვით არაყი!“ - გვირჩევენ ამერიკელები

„სვით არაყი!“ - გვირჩევენ ამერიკელები

ამერიკულმა ვისკიმ შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო ძლიერი ნაბახუსევის სინდრომი, ვიდრე არაყმა, – ცოტა ხნის წინ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის შტატ როდ-აილენდის ბრაუნის უნივერსიტეტის სწავლულები.

ექსპერიმენტში 95 მოხალისე იღებდა მონაწილეობას. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც სიმინდის ვისკის, ბურბონს სვამდა, გაცილებით მძიმე ნაბახუსევის ნიშნები ჰქონდათ – თავის ტკივილი, გულისრევა, წყურვილი, დაღლილობა ვიდრე მათ, ვინც არაყს მოიხმარდა.

მაგრამ, რაიმე საქმის გასაკეთებლად მობილიზების უნარი ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს თითქმის ერთნაირი ჰქონდათ.

ექსპერიმენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დამარის როჰზენაუ, ნაბახუსევის სინდრომების ასეთ განსხვავებას ხსნის იმით, რომ ვისკი შეიცავს გაცილებით მეტ გვერდით პროდუქტებს, როგორიცაა: აცეტონი, ძმრის ანჰიდრიდი და ტანინი, – ვიდრე არაყი.