ამერიკის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ ხელთ აქვთ იმის სერიოზული მტკიცებულებანი, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს.
დაახლოებით ერთი თვის წინ „ნასას“ სწავლულებმა დაადგინეს, რომ მიკროსკოპული წარმონაქმნები, რომლებიც მარსიდან დედამიწაზე 13 ათასი წლის წინათ ჩამოვარდნილ მეტეორიტზე აღმოჩნდა, დიდი ალბათობით, გაქვავებული ბაქტერიებია, ეგრეთ წოდებული ბიომორფები, როგორც გაირკვა, მეტეორიტის ზედაპირული ფენის ქვეშ არიან.
ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ისინი მარსზე ბინადრობდნენ, არამიწიერი ობიექტით – მეტეორიტით კი დედამიწაზე მოხვდნენ.
„ეს ბიოლოგიური სუბსტანციები მარსზე სიცოცლის არსებობის ძალზე ურყევი მტკიცებულებაა“, – განაცხადა ჯონსორის კოსმიური ცენტრის მკვლევარმა დევიდ მაკკეიმ, რომელიც ჯგუფთან ერთად, 1984 წელს აღმოჩენილ მეტეორიტს იკვლევდა.
ამ ჰიპოთეზაში სკეპტიკოსებს ეჭვი შეეპარათ, აცხადებდნენ, რომ ასეთი ფორმის სტრუქტურები არ შეიძლება ბიომორფები იყვნენო.
ობიექტის ახალმა კვლევებმა, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით ჩატარდა, დაამტკიცა, რომ გაქვავებულ წარმონაქმნებს სინამდვილეში უბრალო ბაქტერიების ფორმა აქვთ. ამით ყველაზე ურწმუნოებმაც კი უკუაგდეს ადრინდელი შეხედულება მათი არაბიოლოგიური წარმოშობის შესახებ.