როგორ შეცვლის ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებას ათი წლის შემდეგ?

როგორ შეცვლის ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებას ათი წლის შემდეგ?

პარიზში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია LeWe, რომელშიც ინტერნეტინდუსტრიის ყველა ცნობილი წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციის თემა "შემდეგი ათწლეული", გვთავაზობს ვიფიქროთ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომელიც განსაზღვრავს ხვალინდელი დღის ინტერნეტის იერსახეს. სიახლეები რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რევოლუციას მოახდენს. ინტერვიუ LeWe-ის გენერალურ დირექტორ ფრანც კადიუკთან

წელს, LeWe-ის რიგით მეათე კონფერენცია ტარდება. რა შეგიძლიათ თქვათ ცვლილებებზე ინტერნეტში ბოლო ათი წლის განმავლობაში?

თუკი შევხედავთ იმას, თუ რა თემები გამოდის პირველ ადგილზე ბოლო კონფერენციებზე, იოლად მივხვდებით, თუ რა ხდებოდა ინტერნეტში ბოლო ათი წლის განმავლობაში. მაგალითად, სამი წლის წინ Lეჭე-ზე განიხილებოდა სოციალიზაციის, ლოკალიზაციის და მობილურობის ტენდენცია, რომელიც სრულად ასახავს ბოლო დროის გარდაქმნებს, როგორიცაა სოციალური ქსელების და მობილური ტელეფონებისთვის დამატებების განვითარება... შარშან კი ლონდონში განიხილებოდა ე.წ. სჰარინგ ეცონომყ-ის ასპექტები.

წელს LeWe-ის თემაა "შემდეგი ათწლეული". უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს ტექნოლოგიის თვალსაზრისით უახლოეს ათ წელიწადში? ძირითადი ტენდენციები როგორია?

ძირითად ტენდენციებს შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ისეთი საგნების გაჩენა, რომელსაც ქსელზე ხელი მიუწვდება. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ის, თუ როგორ შეცვლის ეს ტექნოლოგიები ჩვენთვის ჩვეულ ცხოვრების სტილს და ურთიერთქმედებას... ეს პირდაპირ აისახება ჩვენზე, და არამხოლოდ ეკონომიკაზე. მეორე მთავარი ტენდენცია ეხება წარმოებას: საუბარია 3D სიახლეებზე.

გარდა ამისა, იმ ტენდენციებს შორის, რომელიც ძალას იკრებს, აღსანიშნავია დაფინანსების ისეთი გზა, როგორიცაა "კრაუდფანდინგი". მეწარმეები შეძლებენ მის აქტიურ გამოყენებას, რაც თავდაყირა დააყენებს კლასიკურ ბიზნესმოდელს. საინტერესოა, როგორ აისახება ეს ახალი ტენდენციები ინვესტორების რეაქციაზე.

ყველა ეს მსხვილი ტენდენცია რევოლუციის ტოლფასია მეწარმეობისთვის ტრადიციულ ბიზნესმოდელზე ზემოქმედების თვალსაზრისით. სჰარინგ ეცონომყ სულ უფრო დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, Aირბნბ, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს მთელ სასტუმრო ბიზნესზე.

როგორი იქნება ინტერნეტი ათი წლის შემდეგ?

დეტალებსაც რომ თავი დავანებოთ, უდავოა ის, რომ აქტიურად განვითარდება იმ ტიპის ტექნოლოგიები, რომელსაც იყენებენ Gოოგლე Gლასს-ის სათვალეში. შეიძლება, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ ყველამ ვიაროთ ქუჩებში Google Glass-ში. ასეა თუ ისე, ცხადია, რომ მისი ერგონომიკა გაუმჯობესდება პირველ ვერსიასთან შედარებით.

გარდა ამისა, Bitcoin-ს ტიპის ვირტუალური ვალუტა კიდევ უფრო გავრცელდება, თან ისე, რომ მისი გამოყენება ნორმად გადაიქცევა. ასევე, დღეს არსებულ ტექნოლოგიურ მიღწევებს უფრო ფართოდ გამოიყენებენ. ასეთ პირობებში, გასათვალისწინებელია მთელი რიგი საკითხები, მაგალითად, პირადი ცხოვრების დაცვა. ეს აუცილებლად აისახება ტექნოლოგიების განვითარებაზე. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩIA-ს თვალთვალის ირგვლივ ატეხილი ბოლოდროინდელი სკანდალის ფონზე.

LeWe-ის მუშაობაში მონაწილეობენ, როგორც ინტერნეტინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები, ასევე ჯერ კიდევ უცნობი ახალგაზრდა ბიზნესმენები. ეს კონფერენცია ტალანტების სამჭედლოდ ჩაიფიქრეთ? ცდილობს თუ არა ის ახალი სტივ ჯობსის აღმოჩენას?

დიახ. სწორედ ასეა. ჩვენ ვაწყობთ ე.წ. სთართაფების ცნობილ კონკურსს, იქნება ეს პარიზი თუ ლონდონი. ამ კონფერენციაზე პარიზში ჩვენ მივიღეთ განაცხადი 750 მონაწილისაგან 54 ქვეყნიდან, სიაში ყველა ევროპული სახელმწიფო მოხვდა. 16 ნახევარფინალლისტს შორის აღმოჩნდნენ კომპანიები ევროპიდან, ამერიკიდან და იაპონიიდანაც კი.

კანდიდატების ასეთი სიმრავლე Leweb-ის ფარგლებში "სთართაფების" შეჯიბრის უზარმაზარი მნიშვნელობით აიხსნება. ძველი გამარჯვებულების მიერ განვლილ გზას თუ გადავხედავთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ მათ საბოლოო ჯამში ბევრს მიაღწიეს. მაგალითად, 2010 წლის ლაურეატი ჭაზე Gოოგლე-მა 1,3 მილიარდ დოლარად იყიდა, ხოლო 2012 წლის გამარჯვებულებმა Bე-Bოუნდ-დან, ასევე შეძლეს თითქმის მილიონი ევროს შეგროვება.

ზოგიერთები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ციფრულმა ეკონომიკამ პროლეტარიატის ახალი ფორმა შექმნა. ამას რა შეიძლება მოვუხერხოთ?

როგორც კლასიკურ დარგებში, მაგალითად, ქსოვილების ინდუსტრიაში, ჩვენთან ყოველთვის აწარმოებდნენ დაბალი დამატებითი ღირებულების საქონელს იაფი მუშახელის ქვეყნებში. მაგრამ შევხედოთ ამ სიტუაციის ნათელ მხარეს: ინტერნეტმა ახალგაზრდებისთვის გახსნა არარსებული შესაძლებლობები სამუშაო ადგილების მხრივ მაღალი დამატებითი ღირებულებით. კერძოდ, ეს ეხება საფრანგეთს, სადაც ეკონომიკური უძრაობის პირობებში მსხვილ კომპანიებში სამუშაოს შოვნა სულ უფრო რთულდება.

ისეთი მოვლენა, როგორიცაა ციფრული მონაცემების დამუშავება სახელმწიფოებში, სადაც იაფი მუშახელია, უკვე არსებობს გარკვეული დროის განმავლობაში. გარდა ამისა, ამოცანების სულ უფრო მეტი რიცხვი ავტომატიზებული ხდება. იმავდროულად, ამ ქვეყნებიდან ზოგიერთმა სერიოზული რეპუტაცია შეიძინა მაღალი დამატებითი ღირებულების "სთართაფების" განვითარების თვალსაზრისით. ეს ეხება ინდოეთს და კიდევ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანას.

როგორც ნებისმიერ ინდუსტრიულ რევოლუციაში, ზოგიერთი ქვეყნები განვითარებისას იღებენ დიდ გამოცდილებას მაღალი დამატებითი ღირებულების წარმოებაში. დღეს, კონკურენციამ ტექნიკური ინოვაციებისა და ინტერნეტისათვის რეალურად მსოფლიო დონეს მიაღწია.

როგორ ფიქრობთ, შეიცვლება ინტერნეტის როლი ეკონომიკაში უახლოეს მომავალში?

რთულია იმის თქმა, თუ როგორ შეაფასებენ ინტერნეტის როლს, რადგან ინტერნეტი ყველგან არის. ის სულ უფრო თვალშისაცემ როლს თამაშობს ყველა ღონისძიებაზე. გარდა ამისა, Lეჭებ-ის სპონსორები ინდუსტრიის ყველა დარგში მუშაობენ. ეს ეხება, მაგალითად, ღენაულტ-ს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ-ერთი ჩვენი მთავარი სპონსორია, მიუხედავად იმისა, რომ Iთ-სექტორს არ მიეკუთვნება. ეს აიხსნება იმით, რომ ისეთ საწარმოებს, როგორიც renault-ია, მჭიდრო კავშირები სჭირდებათ ინტერნეტთანამეგობრობასთან, იმის გასაგებად, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მომავალში ავტომობილებზე მუშაობა.


foreignpress.ge