დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ჩოგბურთის ტურნირი „დიდუბე 2024“ გაიმართა. ტურნირი 14 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 16-დან 75 წლამდე 80-ზე მეტი მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
ერთეულებში გამარჯვება ქალებში ქრისტინე გეგეშიძემ მოიპოვა, ხოლო კაცებში ზვიად კალმახელიძემ. შერეულ წყვილებში გამარჯვება ნინო ესებუამ და გიორგი კეკელიშვილმა მოიპოვეს, ხოლო წყვილებში იური წივწივაძემ და ვალერი ჩეჩელაშვილმა. ამასთან, გიორგი ელერდაშვილის სახელობის პრიზით დაჯილდოვდა მოქმედი ვეტერანი ჩოგბურთელი ზაურ ყალიჩავა.
თამაშები ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის კორტებზე ჩატარდა. გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცა.