ბოლო დროს ჩინეთში ნიორს წარმოუდგენლად დიდი ფასი დაედო. ზოგიერთ საცალო სავაჭრო ცენტრში თითქმის 40-ჯერ გაძვირდა, ხოლო საბითუმო ფასები უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში 15-ჯერ გაიზარდა.
ნივრის მოყვანა და გაყიდვა ქვეყანაში ოფიციალურად, მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიან საინვესტიციო ინსტრუმენტად იქნა აღიარებული. შემოსავლებით მან ოქროთი ან აქციებით ოპერაციებსაც კი გაუსწრო.
„ღორისა და ქათმის გრიპის“ ხელახალი განვითარების შიშის ფონზე ვაჭრებს ძალზე მარტივად შეუძლიათ ასეთი ბიზნესით მილიონები მოიხვეჭონ. ფაქტობრივად, ამისთვის საჭიროა სამი რამ: ნივრის საწყობებში შეღწევა, ფული და რამდენიმე სატვირთო მანქანა. შემდეგ ნივრის ყიდვა ერთ ადგილას, მისი სხვაგან გადატანა და მომატებული ფასით გაყიდვა.
რამდენიმე თვის წინ ქალაქ ჰანჩჟოუს ერთ-ერთმა სკოლამ 200 კილოგრამი ნიორი შეიძინა და დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, სადილის დროს იძულებით აჭამა საბრალო მოსწავლეებს.