მის გარეშე სიცოცხლე არ იარსებებდა. მის შესახებ ვიცით ის, რომ მზე ჰქვია და გავარვარებული ციური სხეულია. დანარჩენი კი...
მზის აგებულება
1. შინაგანი მაგნიტური ველის ზონები: ეს ზონები აბრუნებს მზეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, თანაც პოლუსებთან გაცილებით – ნელა, ვიდრე ეკვატორთან.
2. აალება – მაგნიტურ ველში დაგროვილი ენერგია, მზის ზედაპირზე ტიტანურ აფეთქებებს იწვევს.
3. გვირგვინი – დიახ, მზეს აქვს გვირგვინი. ეს არის მზის შინაგანი ატმოსფერო და მზის ქარების წყარო. მზის ქარი სხვა არაფერია, თუ არა გაზი, რომელიც მთელ მზის სისტემას მოეფინება.
4. ტახოკლინი – ეს არის თხელი სასაზღვრო ზონა, რომელიც მზის სტრუქტურას ორ ნაწილად ყოფს. ის მუდმივად ცვალებადი და ცოცხალი ორგანიზმია.
5. ლაქები – მზის ლაქები ჩნდება იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით ძლიერია მაგნიტური ველი. სწორედ ეს ლაქები გამოყოფს ყველაზე დიდ სითბურ ენერგიას.
მზის სიცოცხლე
დაახლოებით 4, 59 მილიარდი წლის წინ აფეთქდა ერთი ვარსკვლავი, ან თანავარსკვლავედი და იქცა მზედ.
გავიდა 4,5 მილიარდი წელი და მზე იმაზე მეტად კაშკაშებს, ვიდრე უწინ.
გავიდა კიდევ 3 მილიარდი წელი და მზის წყალობით, დედამიწაზე პირველი სიცოცხლე იშვა.
8 მილიარდი წლის შემდეგ, მზის ბირთვის ტემპერატურა 100 მილიონ გრადუსს მიაღწევს. მზე დადნება, ხოლო ის ადგილი, სადაც ოდესღაც იყო დედამიწა, წითელ, გიგანტურ ბურთად იქცევა.