ჩინური მოდული „ჩანიე 6“ დედამიწაზე დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აპარატი მონღოლეთის უდაბნოში დაჯდა. ბორტზე მთვარის გრუნტის ნიმუშებია, რომლებიც დედამიწის თანამგზავრის ბნელ მხარეს არის შეგროვილი.
მეცნიერები ამ ნიმუშების შესწავლას მალევე დაიწყებენ და იმედი აქვთ, რომ პლანეტების ფორმირების შესახებ საკვანძო კითხვებს გასცემენ პასუხს.
ჩინეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც მთვარის ბნელ მხარეზე მოდული დასვა და გრუნტი მოიპოვა.