The Wall Street Journal: ფრანგი ებრაელები მარინ ლე პენის მხარდაჭერას განიხილავენ

The Wall Street Journal: ფრანგი ებრაელები მარინ ლე პენის მხარდაჭერას განიხილავენ

სერჟ კლარსფელდი მსოფლიოში ცნობილია, როგორც „ნაცისტებზე მონადირე“, ის ჰოლოკოსტის ისტორიკოსი და საფრანგეთში მორალური ავტორიტეტია. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ბევრს საფრანგეთში გაუკვირდა როდესაც კლარსფელდი, მარინ ლე პენისა და მისი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდა, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.

სერჟ კლარსფელდი აცხადებს, რომ ფრანგი ებრაელებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ახლა რადიკალი მემარცხენეებისგან მოდის და ის ყოყმანის გარეშე დაუჭერს მხარს მარინ ლე პენს.

„ეროვნული გაერთიანება მხარს უჭერს ებრაელებს, მხარს უჭერს ისრაელის სახელმწიფოს“, - აღნიშნა კლარსფელდმა.

ფრანგულ საზოგადოებაში აღნიშნული დისკუსია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფოში ებრაულ თემსა და მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობები და დამოკიდებულებები იცვლება.

აღსანიშნავია, რომ მარინ ლე პენის მამა, „ეროვნული გაერთიანების“ დამფუძნებელი, ჟან-მარი ლე პენი ხშირად დაუდანაშაულებიათ ანტისემიტიზმში.

„ეროვნულ გაერთიანებასა“ და ფრანგულ საზოგადოებაში ებრაულ თემს შორის ურთიერთობების შეიცვალა 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ.

ებრაული თემის მიერ „ეროვნული გაერთიანების“ მიმართ შეცვლილი მიდგომა კი ამ პარტიას 30 ივნისს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო მეტად უზრდის.

ფრანგ ებრაელთა ნაწილი მაინც ეჭვობს და მიაჩნია რომ „ეროვნულ გაერთიანებაში“ ანტისემიტიზმი ძვალ-რბილშია გამჯდარი.