მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე: საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით

მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე: საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით

საქმიანობის შეზღუდვა არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი, არავის არაფერი არ ეზღუდება ამ კანონით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხად.

„არავის არაფერი არ ეზღუდება აქ, სადაც კიდევ უფრო რბილი ვერსიაა ამერიკული, კანადური თუ ფრანგული კანონის. ერთადერთ რაღაცას ითვალისწინებს ის - დეკლარაციის შევსების ვალდებულებას და შეუვსებლობის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს. ამიტომ არის ეს საუკუნის თაღლითობა - რაც დასავლეთის ქვეყნებში მიღებულია გაცილებით მკაცრი ფორმით, ის რუსულია საქართველოში”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.