მამუკა მდინარაძე აშშ-ის სავიზო შეზღუდვაზე: ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ ვინმეს მეილი მიეღოს, მე პირადად მსგავსი მეილი არ მიმიღია

მამუკა მდინარაძე აშშ-ის სავიზო შეზღუდვაზე: ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ ვინმეს მეილი მიეღოს, მე პირადად მსგავსი მეილი არ მიმიღია

არც ერთი ადამიანის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და მე პირადად მსგავსი მეილი არ მიმიღია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვაზე, თუ ვინ არის ის 30 ადამიანი, ვისაც შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, აშშ-ის სავიზო შეზღუდვის ამოქმედების შესახებ ეცნობა.

„ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ ვინმეს მეილი მიეღოს, მე პირადად მსგავსი მეილი არ მიმიღია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ვიყო. თუ არ მიმიწვიეს, შეიძლება, არც წავიდე, მაგრამ თუ მიმიწვიეს, თავის დასანქცირებულს ხომ არ მიმიწვევენ? ეს თემა უკვე არასერიოზულობას იძენს. გაგვაგებინონ მაინც, თუ ვართ დასანქცირებული, გვითხრან, კი ბატონო, მივიღებთ ამ სანქციებსაც. გასაგები იქნება, რომ პირველი კანონმდებლები ვართ, ვინც კანონის მიღების გამო დაგვასანქცირეს, თან იმ კანონის მიღების გამო, რომელი გაცილებით მკაცრი ფორმით მათივე ქვეყანაშია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.