„თავდაყირა 2“ აშშ-ში წლის ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა

„თავდაყირა 2“ აშშ-ში წლის ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა

მულტფილმი „თავდაყირა 2“ აშშ-ში წლის ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ანიმაციის შემოსავალმა ამერიკაში 285 მილიონი დოლარი შეადგინა, მსოფლიოში კი 500 მილიონს გადააჭარბა. „თავდაყირას“ ჩვენება აშშ-ში გასულ კვირას დაიწყეს, თუმცა სურათმა უკვე გადაუსწრო „დიუნის“ სიქველს.

პირველი „თავდაყირა“ ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა. მულტფილმი გოგონა რაილის 5 ძირითად ემოციაზე მოგვითხრობს: სიხარული, სევდა, შიში, ბრაზი და ზიზღიანობა. სიქველეში რაილი უკვე მოზარდია და მას ახალი ემოციებიც უჩნდება: შფოთვა, შური, სირცხვილი, მოწყენილობა.