„იმედგაცრუება და დეპრესია“- ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია შემოწირულებების ოდენობით, უპირატესობას კარგავს - წერს Politico.
გამოცემის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარმა ოპონენტმა, დონალდ ტრამპმა, სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლების მიუხედავად, ბოლო თვეებში ათობით მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.
Politico წერს, რომ თუკი აქამდე დემოკრატები ირწმუნებოდნენ, რომ ტრამპზე ფინანსურ უპირატესობას ფლობდნენ, დღეს დანამდვილებით მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლისთვის საკმარისი ფინანსები აქვს. უახლესი ცნობებით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის შემოსავალი 170 მილიონს აღემატება, ჯო ბაიდენის კი 156 მილიონს.