პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვაზე: იქნება პრეზენტაცია და ყველაფერს გეტყვით. მანამდე არ არის სწორი ჩემგან დეტალების გახმოვანება

პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვაზე: იქნება პრეზენტაცია და ყველაფერს გეტყვით. მანამდე არ არის სწორი ჩემგან დეტალების გახმოვანება

იქნება პრეზენტაცია და ყველაფერს გეტყვით. მანამდე არ არის სწორი ჩემგან დეტალების გახმოვანება, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო.

„ქრონიკის“ კითხვაზე, ისურვებდა თუ არა კახა ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლეიშვილს, ცეზარ ჩოჩელსა და ზაზა ოქუაშვილს საარჩევნო სიაში, მანჯგალაძე ამბობს, რომ რამაზ ნიკოლაიშვილი მისი მეგობარია, კარგად იცნობს კახა ოქრიაშვილსაც და ამ ადამიანებს საარჩევნო სიაში ისურვებდა, თუმცა დეტალებს ვერ გაახმოვანებს.

„ჩემი მეგობარია რამაზ ნიკოლაიშვილი, ასევე კარგად ვიცნობ ოქრიაშვილს. ვერ გეტყვით მოლაპარაკებები მიდის თუ არა, მათ დაუკავშირდით. არ მაქვს ინფორმაცია. დანარჩენი, რაც თქვით, არის პროპაგანდა და სიცრუე. იცით, რომ საჭირო დროს ხდება წარდგინება დიდი ერთობის. იქნება პრეზენტაცია და ყველაფერს გეტყვით. მანამდე არ არის სწორი ჩემგან დეტალების გახმოვანება“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო.

მერაბ.g საარჩევნო სიებში ადგილების გაყიდვა ნათელაშვილმა დაიწყო და იმ საუკუნის ბოლოს და ახლის დასაწყისში (აბა ახლა ვის უნდა მისი სია) ბევრი ფულიც იშოვა - იყო გადაგდებაც, გარჩევაც, ფულის დაბრუნებაც ...ადგილებს მეცოცხეები 2016 წლიდან ყიდიან და ახლა აგრძელებენ; რაა გასაკვირი? არსებებმა სამშობლო გაყიდეს და პარლამენტში ადგილს არ გაყიდიან?
3 დღის უკან
მერაბ.g სხვათა შორის არც ვაშაძე და მისი ორი კაცი არ მოხვდებიან იმ სიაში ხარკის გარეშე!
3 დღის უკან
amo არ დაგვღუპო, შენ ხომ ხარ სიაში.
3 დღის უკან