სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ყოფილ მთავრობას სასამართლოში უჩივის. უწყებაში აცხადებენ, რომ 2023 წლის მარტში უკრაინისთვის „მიგ 29“ ტიპის ავიაგამანადგურებლებისა და „კუბის“ ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის კომპონენტების გადაცემა სისხლის სამართლის დანაშაული იყო.
მოსარჩელე მხარე წინა მთავრობას დივერსიასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს, რამაც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას საფრთხე შეუქმნა.