უცხოური დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიაში სამი პირი დააკავეს. ოპერაცია ფრანკფურტში ჩატარდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები არიან. მათ გერმანიაში უკრაინიდან ჩასული პირის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში ადანაშაულებენ.
საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.