რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
„ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივაწოდოთ იარაღი მსოფლიოს სხვა რეგიონებს, ჩრდილოეთ კორეასთან ჩვენი შეთანხმებების გათვალისწინებით და მე არ გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას“, - განაცხადა პუტინმა ვიეტნამში ვიზიტისას.