ეკოაქტივისტები ბრიტანეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობას, სტოუნჰენჯს დაესხნენ თავს. მოძრაობა Just Stop Oil-ის ორი აქტივისტი მონუმენტთან ბალონებით მიიჭრა და ქვებს ნარინჯისფერი საღებავი შეასხა.
ამ ჟესტით ეკოაქტივისტებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე 2030 წლამდე უარი თქვან.