ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან

ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან

რამდენიმედღიანი წვიმის, მდინარეების ადიდებისა და ნიადაგის ფენათა ჩამოქცევის მიზეზით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

სამხრეთ ჩინურ რეგიონებში, მაგალითად გუანდონგში, მილიონობით ადამიანი დიდი ჰუმანიტარული გამოწვევის წინაშეა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე ხარისხის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ჩინეთის სხვა სამხრეთ რეგიონებში ვითარება სტიქიის თვალსაზრისით, შედარებით მსუბუქია. ზოგიერთ მათგანში მესამე ხარისხის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის ოთხი ხარისხია პროტოკოლით გათვალისწინებული.

ჩინეთის სამხრეთ რეგიონებში, წელიწადის ამ დროს, ამ სახის ბუნებრივი სტიქიები, არახალია.