„ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა თავის რიგებში ახალი ევროდეპუტატების შეყვანას, რომელთა შორის უნგრეთის ოპოზიციური პარტიის „პატივისცემა და თავისუფლების” წევრები არიან. მიმდინარე თვის დასაწყისში, ევროპარლამენტის არჩევნებზე პარტიამ „პატივისცემა და თავისუფლება“ ევროპარლამენტში შვიდი მანდატი მოიპოვა.
„მოხარული ვართ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა 97%-ით მხარი დაუჭირა ჩვენს შეყვანას. შევძელით და 30%-იანი მხარდაჭერით ევროპარლამენტში 7 ადგილი მოვიპოვეთ. ეს უნგრეთის ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის 2006 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია“, - აღნიშნა პარტიის დამფუძნებელმა პიტერ მაგიარმა.