წელს ჰაჯის დროს საუდის არაბეთში სიცხისგან სულ მცირე 550 მომლოცველი დაიღუპა. ამის შესახებ AFP არაბ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 323 ეგვიპტელია. უმეტესობის გარდაცვალების მიზეზი სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები გახდა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრის მონაცემებით, ორშაბათს, მექის დიდ მეჩეთში ტემპერატურამ 51,8 გრადუსს მიაღწია.
ჰაჯი ისლამის ერთ-ერთი მთავარი რიტუალია. ბევრი მუსლიმი მიიჩნევს, რომ ის სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა განახორციელონ.