„გამყიდველები“

„გამყიდველები“

“რაჭა ჩემი სიყვარულის” გადაღებისას, ქალაქ ბრატისლავაში მიმავალმა ქართველმა მსახიობებმა ტელევიზორები წაიღეს გასაყიდად.

ამ “სავაჭრო ოპერაციის” ერთ-ერთი “მონაწილე” გურამ ლორთქიფანიძე იხსენებდა:

“პატარა ტელევიზორები გადისო, ვიღაცამ გვითხრა და მე, იპოლიტე ხვიჩიამ და დოდომ ვიყიდეთ. გავდივართ “ტამოჟნიაზე”, გვართმევენ. როგორც იყო გავიტანეთ.

დიდი “ბარიგები” ვართ, რა. რამდენიმე დღეში მეუბნება იპოლიტე: არ გადის, ბიჭო, ტელევიზორები, არ ყიდულობენო. დოდომ და იპოლიტემ დასცხეს იქ ერთმანეთს. შენ რა მსახიობი ხარ, მე ყველა მიცნობს, შენზე მაგარი მსახიობი ვარო.

იპოლიტემ: აბაშიძეები გამყიდვლები ხართ, ხალხს ყიდდითო. შეხედა დოდომ, იპოლიტე სანაპიროზე დგას ტრუსიკ-მაიკით (რას ჰგავდა) და შენისთანას გავყიდიდით, აბა რას ვიზამდითო. მოკლედ როგორც იყო, გავყიდეთ ის ტელევიზორები და რა ვიყიდეთ–ორი ტრუსიკი, “ადიდასის” მაისური და წამოვედით. ხომ იცით, მაშინ ჩვენთან რა ხდებოდა. ეხლა ყველაფერია, მაგრამ ფული არ არის”.