დიდუბის რაიონში ვანდალიზმის კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გამოვლინდა.
დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეში საბავშვო საქანელას განზრახ დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა. დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობეს. ვანდალიზმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
დიდუბის რაიონის გამგეობა მოუწოდებს მოქალაქეებს მოუფრთხილდნენ საერთო ქონებას და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს.