ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა გაერთიანების ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხუთ წელიწადში ერთხელ აირჩიონ თუ ყოველ ნახევარ წელიწადში. ვრცელდება ცნობები, რომ დიდი ალბათობით თანამდებობას მეორე ვადით შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ფავორიტი კანდიდატია ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ხოლო პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანტონიო კოსტას კანდიდატურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე განიხილება. ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატთა საკითხის განხილვა მომავალი კვირის ბოლოსთვის გადაიდო.