დავით მათიკაშვილი: ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი უნდა

დავით მათიკაშვილი: ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი უნდა

ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი უნდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

მათიკაშვილის განცხადებით, ეს საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.

„პოლიტიკური ამორალურობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია - ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს უნდა მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი. ეს არის საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა.

საზოგადოებას ტყუილებით შეცდომაში ვერავინ შეიყვანს, ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის „ლელო“, როგორი ურთიერთკავშირი აქვთ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან და ვინ არის გახარია, რომელიც ასევე ბოლო წლების განმავლობაში სიამოვნებით თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არა მხოლოდ იდეოლოგიურად, არამედ პრაქტიკულად საკრებულოებში და მათთან ერთად ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“ და, აქედან გამომდინარე, ის ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.

მერაბ.g იმ "თვალთხარიას" ხელზე კოცნიდით ყველანი და "გამორჩეულ ლიდერს" ეძახდით! მელიას დაჭერასთან მისი პოზიცია, რომელსაც მისი გადადგონ~მა სწორი რომ იყო, დაადასტურა შემდეგმა მოვლენებმა: მელია რომ შტურმით დაიჭირეთ, მერე რატომ გაუშვით? არაა ეს სამარცხვინო? რატომ მოაწერეთ 19 აპრილის დამამცირებენ ხელშეკრულებას ხელი? ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა გახარიასთვის რომ დაგეჯერებინათ და მელია მოსახერხებელ დროს დაგეჭირათ? ესაა სიმართლე! ახლა თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე რომ გახდა და ხან რას აბრალით და ხან რას, ეს პატარა კაცობაა! მეცოცხეებმა თქვენ დაგიჭირეს მხარი იუსტიციის საბჭოს წევრების გაყვანისას და გახარიაა მათიანი? გახარია მათიანი რომ ტოფილიყო, 20 ივნისს შეუშვებდა მათ პარლამენტში და მორჩენილი არ იყო? ვინ სად იყავით შემძვრალი და ვინ სად!
ნუ გვაყრით ნაცარს თვალებში!
3 თვის უკან